საქართველოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა მარკიზ ჰეინსმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში 20 ქულა მოაგროვა, თუმცა ამით თავის გუნდს ვერაფერი უშველა: "გრან კანარია" ბასკეთში "კახა ლაბორალთან" 67:71 დამარცხდა.
ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო, 35 წუთში 20 ქულა 6-დან 3 ორქულიანს, 8-დან 4 სამიანის და 2-დან 2 საჯარიმოს რეალიზების შედეგად მოაგროვა. ქართული პასპორტის მქონე მეორე ამერიკელ ტორინ გრინს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
7 მოგებითა და 12 მარცხით "გრან კანარია" ცხრილში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კუნძულელები 11 თებერვალს შინ, "ალიკანტესთან" გამართავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:36 07-02-2012
მარკიზ ჰეინსის 20-მა ქულამ "გრან კანარიას" ვერ უშველა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული