
ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო, 35 წუთში 20 ქულა 6-დან 3 ორქულიანს, 8-დან 4 სამიანის და 2-დან 2 საჯარიმოს რეალიზების შედეგად მოაგროვა. ქართული პასპორტის მქონე მეორე ამერიკელ ტორინ გრინს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
7 მოგებითა და 12 მარცხით "გრან კანარია" ცხრილში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კუნძულელები 11 თებერვალს შინ, "ალიკანტესთან" გამართავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"