ზაზა ფაჩულიას "ატლანტას" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსი" საშინაო წაგებებს დაეჩვია. ჯორჯიელებმა "ფინიქს სანსს" უმასპინძლეს და 90:99 დამარცხდნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდი დამარცხდა, თუმცა გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომლის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე საქართველოს ნაკრების დამრიგებელი იგორ კოკოშკოვია.

ფინიქსელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 მეოთხედი, რომლის შემდეგაც 84:64 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ატლანტელებმა მოინდომეს, მეოთხედი 11 ქულის სხვაობითაც მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ზაზა ფაჩულიას სანაკრებო ოპონენტის - მარცინ გორტატის წინააღმდეგ მოუწია თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ფაჩულიამ ფინიქსელთა ცენტრი გააუვნებლა. ბოლო 15 მატჩში გორტატს 14 ორმაგი დუბლი ჰქონდა
შესრულებული, "ატლანტასთან" კი ვერც ქულებით მიაღწია ორციფრიან ზღვარს და ვერც მოხსნებით. გორტატმა შეხვედრა 8 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. "ფინიქსის" პოლონელმა ცენტრმა 35 წუთი ითამაშა და 10 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ფაჩულიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და 7 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირი კი ორგზის სეზონის უძვირფასესი მოთამაშე სტივ ნეში გახდა, რომელმაც 24 ქულა და 11 პასი მოაგროვა.

16 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში "ატლანტა" მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ საკუთარ მოედანზე, "ინდიანასთან" 9 თებერვალს ელის.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული