ფინიქსელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 მეოთხედი, რომლის შემდეგაც 84:64 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ატლანტელებმა მოინდომეს, მეოთხედი 11 ქულის სხვაობითაც მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ზაზა ფაჩულიას სანაკრებო ოპონენტის - მარცინ გორტატის წინააღმდეგ მოუწია თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ფაჩულიამ ფინიქსელთა ცენტრი გააუვნებლა. ბოლო 15 მატჩში გორტატს 14 ორმაგი დუბლი ჰქონდა
ფაჩულიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და 7 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირი კი ორგზის სეზონის უძვირფასესი მოთამაშე სტივ ნეში გახდა, რომელმაც 24 ქულა და 11 პასი მოაგროვა.
16 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში "ატლანტა" მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ საკუთარ მოედანზე, "ინდიანასთან" 9 თებერვალს ელის.
gbf.ge