მისმა გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში საკუთარი ამბიციები ბოლო ტურშიც დაამტკიცა: პირველობის ლიდერ "კერავნოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 89:85 დაამარცხა. "აპოლონის" კალათბურთელები გადამწყვეტ უპირატესობას მესამე პერიოდში დაეუფლნენ, მეოთხედი 29:16 მოიგეს. კერავნოსელებმა ბოლო რაუნდში სიტუაციის გამოსწორება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.
გამარჯვებულთა ქართველმა უკანახაზელმა ბესიკ ლეჟავამ 16 წუთი ითამაშა, 3 ქულა (4-დან 1 სამიანი), 2
"კერავნოსის" ძლევით "აპოლონმა" (13 გამარჯვება, 3 მარცხი) ცხრილში ეთა-ს გადაასწრო (12 მოგება) და რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.
მე-18 ტურში ნიკა ჩხატარაშვილის ენად-მა შინ "აპოელთან" 69:91 დათმო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი ერგო. სამწუხაროდ, მატჩის სტატისტიკა გუშინ ვერ მოვიპოვეთ, ამიტომ ნიკას მონაგარზე ვერაფერს გეტყვით.
კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გუნდები ჩვენთვის საინტერესოდ დაწყვილდნენ: ერთმანეთს ჩხატარაშვილისა და ლეჟავას გუნდები დაუპირისპირდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"