კვიპროსულ მეოთხედფინალში: ბესიკ ლეჟავა VS ნიკა ჩხატარაშვილი

AutoSharing Option
- მიმდინარე სეზონში "აპოლონის" ხელმძღვანელობამ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მეოთხედფინალში ნიკა ჩხატარაშვილის ენად-ს შევხვდებით, - გვითხრა რამდენიმე დღის წინ ბესიკ ლეჟავამ.

მისმა გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში საკუთარი ამბიციები ბოლო ტურშიც დაამტკიცა: პირველობის ლიდერ "კერავნოსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 89:85 დაამარცხა. "აპოლონის" კალათბურთელები გადამწყვეტ უპირატესობას მესამე პერიოდში დაეუფლნენ, მეოთხედი 29:16 მოიგეს. კერავნოსელებმა ბოლო რაუნდში სიტუაციის გამოსწორება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.

გამარჯვებულთა ქართველმა უკანახაზელმა ბესიკ ლეჟავამ 16 წუთი ითამაშა, 3 ქულა (4-დან 1 სამიანი), 2
მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

"კერავნოსის" ძლევით "აპოლონმა" (13 გამარჯვება, 3 მარცხი) ცხრილში ეთა-ს გადაასწრო (12 მოგება) და რეგულარული ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.

მე-18 ტურში ნიკა ჩხატარაშვილის ენად-მა შინ "აპოელთან" 69:91 დათმო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი ერგო. სამწუხაროდ, მატჩის სტატისტიკა გუშინ ვერ მოვიპოვეთ, ამიტომ ნიკას მონაგარზე ვერაფერს გეტყვით.

კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გუნდები ჩვენთვის საინტერესოდ დაწყვილდნენ: ერთმანეთს ჩხატარაშვილისა და ლეჟავას გუნდები დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული