ირანელებმა ფინალურ სერიაში ლიბანის "ალ რიადთან" 0:1 ჩამორჩენის შემდეგ ორივე მატჩი მოიგეს და 2:1 დაწინაურდნენ.
9 აპრილის შეხვედრა "მაჰრამმა" შინ ჩაატარა და 92:76 გაიმარჯვა. ცქიტიშვილმა 35 წუთში 7 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.
სკიტა გაცილებით ეფექტური იყო ლიბანში გამართულ წინა შეხვედრებში: პირველ მატჩში 21 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა, მეორეში - 25 ქულა და 18 მოხსნა.
ფინალური სერიის მეოთხე მატჩი დღეს ირანში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"