ერთიც და... ნიკა ცქიტიშვილი დასავლეთ აზიას დაიპყრობს

AutoSharing Option
დასავლეთ აზიის საკლუბო ჩემპიონატის მოგებამდე ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამს" ერთი მოგებაღა აკლია.

ირანელებმა ფინალურ სერიაში ლიბანის "ალ რიადთან" 0:1 ჩამორჩენის შემდეგ ორივე მატჩი მოიგეს და 2:1 დაწინაურდნენ.

9 აპრილის შეხვედრა "მაჰრამმა" შინ ჩაატარა და 92:76 გაიმარჯვა. ცქიტიშვილმა 35 წუთში 7 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა.

სკიტა გაცილებით ეფექტური იყო ლიბანში გამართულ წინა შეხვედრებში: პირველ მატჩში 21 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა, მეორეში - 25 ქულა და 18 მოხსნა.

ფინალური სერიის მეოთხე მატჩი დღეს ირანში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული