თორნიკე შენგელია: მოედანს, სავარაუდოდ, მომავალ მატჩში დავუბრუნდები

AutoSharing Option
15 მაისს "შარლერუა" ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფში ჩაერთო. მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი თორნიკე შენგელიას გუნდმა "ლუვენს" 76:68 მოუგო, თუმცა ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია.

შენგელიამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში "ოსტენდესთან" ფეხის ტრავმა მიიღო და გუშინდელი შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა. ვითარების გასარკვევად თორნიკეს ბელგიაში შევეხმიანეთ.

- რატომ არ ითამაშე მეოთხედფინალური სერიის საწყის შეხვედრაში?
- "ოსტენდესთან" შეხვედრის მესამე მეოთხედში ფეხი ამომიბრუნდა და თამაში ვეღარ გავაგრძელე. ექიმების რეკომენდაციით, გუშინდელი მატჩიც გამოვტოვე.

- რამდენად სერიოზული ტრავმაა, მოედანს როდის დაუბრუნდები?
- სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში ვითამაშებ. მეოთხედფინალური
სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.

- ის ფეხი ხომ არ ამოიბრუნე, ზამთარში ოპერაცია რომ გაიკეთე?
- არა, მეორე ფეხია და სერიოზული არაფერია.

- NBA-ს დრაფტზე სამონაწილეოდ განაცხადი შეიტანე. ხომ არ დაგიგეგმავს ამერიკულ კლუბებთან წინასადრაფტო ვარჯიშები?
- ჯერ არა, რადგან არ ვიცი, სეზონს როდის დავასრულებ. "შარლერუა" ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჯერ კი მხოლოდ მეოთხედფინალური სერია დაიწყო.

ამ საკითხზე ჩემი მენეჯერი მუშაობს და, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს მეცოდინება კონკრეტული გრაფიკი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული