შენგელიამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში "ოსტენდესთან" ფეხის ტრავმა მიიღო და გუშინდელი შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა. ვითარების გასარკვევად თორნიკეს ბელგიაში შევეხმიანეთ.
- რატომ არ ითამაშე მეოთხედფინალური სერიის საწყის შეხვედრაში?
- "ოსტენდესთან" შეხვედრის მესამე მეოთხედში ფეხი ამომიბრუნდა და თამაში ვეღარ გავაგრძელე. ექიმების რეკომენდაციით, გუშინდელი მატჩიც გამოვტოვე.
- რამდენად სერიოზული ტრავმაა, მოედანს როდის დაუბრუნდები?
- სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში ვითამაშებ. მეოთხედფინალური
- ის ფეხი ხომ არ ამოიბრუნე, ზამთარში ოპერაცია რომ გაიკეთე?
- არა, მეორე ფეხია და სერიოზული არაფერია.
- NBA-ს დრაფტზე სამონაწილეოდ განაცხადი შეიტანე. ხომ არ დაგიგეგმავს ამერიკულ კლუბებთან წინასადრაფტო ვარჯიშები?
- ჯერ არა, რადგან არ ვიცი, სეზონს როდის დავასრულებ. "შარლერუა" ჩემპიონობისთვის იბრძვის, ჯერ კი მხოლოდ მეოთხედფინალური სერია დაიწყო.
ამ საკითხზე ჩემი მენეჯერი მუშაობს და, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს მეცოდინება კონკრეტული გრაფიკი.
gbf.ge