ნიკა ცქიტიშვილი "მაჰრამს" ჩემპიონობისკენ მიუძღვება

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" მეორე მატჩიც მოუგო "პეტრუჩიმს" და ირანის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, პირველი მატჩის მსგავსად, ქართველი ფორვარდი გახდა. ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა და 10 მოხსნა.

შეხვედრა კვლავ "პეტრუჩიმის" მოედანზე შედგა, თუმცა მაჰრამელებს არც ამჯერად გასჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება.

ქართველი კალათბურთელის აქტიურობისა და შედეგიანობის ხარჯზე თეირანელებმა "პეტრუჩიმი" 95:82 დაამარცხეს და ჩემპიონობას მიუახლოვდნენ.

სერიის მომდევნო შეხვედრა 21 მაისს თეირანში, მაჰრამელთა მოედანზე გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული