მატჩის საუკეთესო მოთამაშე, პირველი მატჩის მსგავსად, ქართველი ფორვარდი გახდა. ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა და 10 მოხსნა.
შეხვედრა კვლავ "პეტრუჩიმის" მოედანზე შედგა, თუმცა მაჰრამელებს არც ამჯერად გასჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება.
ქართველი კალათბურთელის აქტიურობისა და შედეგიანობის ხარჯზე თეირანელებმა "პეტრუჩიმი" 95:82 დაამარცხეს და ჩემპიონობას მიუახლოვდნენ.
სერიის მომდევნო შეხვედრა 21 მაისს თეირანში, მაჰრამელთა მოედანზე გაიმართება.
gbf.ge