ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა სნაიპერის სიზუსტით დაიწყო: 16 წუთში 14 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი 24 წუთში 20 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მიამატა.
მანუმ 10-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც (MVP) დასახელდა.
"კანტუს" გამთამაშებელმა დორონ პერკინსმა აქტივში 11 ქულა და 3 პასი ჩაიწერა.
სერიის მეორე მატჩი 20 მაისს გაიმართება.
"Mარკოიშვილის Vიპ თამაში Pესაროსთან" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური