მანუჩარ მარკოიშვილი "პესაროსთან" მატჩის საუკეთესო კალათბურთელადა დასახელდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილმა "კანტუს" "პესარო" დაამარცხებინა - 78:72.

ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა სნაიპერის სიზუსტით დაიწყო: 16 წუთში 14 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი 24 წუთში 20 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მიამატა.

მანუმ 10-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც (MVP) დასახელდა.

"კანტუს" გამთამაშებელმა დორონ პერკინსმა აქტივში 11 ქულა და 3 პასი ჩაიწერა.
სერიის მეორე მატჩი 20 მაისს გაიმართება.

"Mარკოიშვილის Vიპ თამაში Pესაროსთან"  (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული