თორნიკე შენგელია საუკეთესოა, მაგრამ "შარლერუა" აგებს

AutoSharing Option
"შარლერუას" ქართველი ფორვარდი ფინალური სერიის მეორე მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, თუმცა თორნიკე შენგელიას შთამბეჭდავ გამოსვლას მისი გუნდის წაგება ჩრდილავს.

შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ მატჩში "ოსტენდე" სტუმრად დაამარცხეს და მოედნის უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ეს უპირატესობა მომდევნო მატჩშივე გაანიავეს. საკუთარ მოედანზე "შარლერუა" 68:72 დამარცხდა "ოსტენდესთან" და ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

არადა, მასპინძლებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მატჩის დასაწყისი და მესამე მეოთხედში გამოჩენილი სიზუსტის წყალობით გადამწყვეტი მეოთხედის წინ 5 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეულში სტუმრებმა იძალეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს.

შენგელია მატჩის ბომბარდირი არ
გამხდარა, თუმცა ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის შემაჯამებელი კოეფიციენტი საუკეთესო ჰქონდა.

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. თორნიკემ 4-იდან 4-ივე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

საჯარიმოს ხაზიდან მან 3-იდან 2 სროლა გამოიყენა. 11 ქულასთან ერთად შენგელიას 7 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. მისმა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც 4-ით მეტია ოსტენდელთაგან საუკეთესო დუშან ჯორჯევიჩისაზე.

მაშ ასე, ფინალური სერია გათანაბრდა. მომდევნო მატჩი უკვე "ოსტენდეს" მოედანზე, 1 ივნისს გაიმართება. ჩემპიონობას ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 3 გამარჯვებას მიაღწევს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული