გიორგი შერმადინი თელ-ავივის "მაქაბიში" საუკეთესოა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა თელ-ავივის "მაქაბის" შემადგენლობაში პირველი თამაში ჩაატარა.

დებიუტი უხვმოსავლიანი გამოუვიდა: 20 წუთში 15 ქულა (8-დან 7 საჯარიმო, 5-დან 4 ორქულანი), 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი გუნდში საუკეთესო იყო (27), ხოლო 15 ქულა მაქაბის" ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

თელავიველებმა გერმანიაში, ნიურნბერგის ტურნირზე რუსულ "ხიმკისთან" 20-ქულიანი სხვაობით დათმეს - 60:80.

მომდევნო შეხვედრას შერმადინის თანაგუნდელები 22 სექტემბერს, ადგილობრივ "ბროსესთან" გამართავენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული