დებიუტი უხვმოსავლიანი გამოუვიდა: 20 წუთში 15 ქულა (8-დან 7 საჯარიმო, 5-დან 4 ორქულანი), 7 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა.
მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი გუნდში საუკეთესო იყო (27), ხოლო 15 ქულა მაქაბის" ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
თელავიველებმა გერმანიაში, ნიურნბერგის ტურნირზე რუსულ "ხიმკისთან" 20-ქულიანი სხვაობით დათმეს - 60:80.
მომდევნო შეხვედრას შერმადინის თანაგუნდელები 22 სექტემბერს, ადგილობრივ "ბროსესთან" გამართავენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"