გიორგი ცინცაძე უკრაინაში შვიდი ქულით იწყებს

AutoSharing Option
უკრაინის წლევანდელი ჩემპიონატის გახსნით მატჩში გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ კლუბ "კიევს" უმასპინძლა და 77:61 დაამარცხა.

ქართველ გამთამაშებელს დებიუტი ისეთი არ გამოუვიდა, როგორც თავად სურდა. მან მხოლოდ 7 წუთი ითამაშა და 3 მოხსნას თითო პასი-ჩაჭრა მიამატა.

მის სათამაშო დროზე გარკვეული გავლენა მოახდინა ფოლების რაოდენობამ, გიორგიმ მატჩი 4 ჯარიმით დაასრულა.

"ბუდიველნიკი" უკრაინის პირველობაზე მომდევნო შეხვედრას "ოდესასთან" სტუმრად 5 ოქტომბერს გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული