მანუჩარ მარკოიშვილის პირადი რეკორდი და დასანანი მარცხი "კასერტასთან"

AutoSharing Option
არ გაუმართლა მარკოიშვილის "კანტუს", რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი "კასერტასთან" დამატებით დროში დათმო.

შეხვედრის ძირითადი დრო 68:68 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში "კასერტამ" იყოჩაღა და საბოლოოდ 76:74 გაიმარჯვა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 41 წუთი გაატარა, რაც მიმდინარე სეზონში მარკოიშვილის პირადი რეკორდია.

მანუჩარმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, თავი 12 ქულას მოუყარა და დამატებით პირად ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 პასიც ჩაიწერა. ქართველი უკანახაზელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა, რაც კანტუელთაგან მეოთხე შედეგია.

შეხვედრა დაძაბულ
ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედის შემდეგ "კასერა" ქულით დაწინაურდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ წონასწორობა აღსდგა.

მომდევნო მეოთხედები ფრედ - 12:12 და 22:22 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. ოვერტაიმში უფრო ზუსტნი მასპინძლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც შეხვედრა 2 ქულით მოიგეს.

10 ტურის შემდეგ კანტუელებს 6 მოგება აქვთ და ორ გუნდთან - "რომასთან" და "ბოლონიასთან" ერთად IV-VI ადგილებს იყოფენ.

მომდევნო ტურში, 9 დეკემბერს, მარკოიშვილის გუნდი "ბიელას" უმასპინძლებს. ამ ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს, 3 დეკემბერს, ვიქტორ სანიკიძის "სიენასა" და "აველინოს" შორის გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული