შეხვედრის ძირითადი დრო 68:68 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში "კასერტამ" იყოჩაღა და საბოლოოდ 76:74 გაიმარჯვა.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 41 წუთი გაატარა, რაც მიმდინარე სეზონში მარკოიშვილის პირადი რეკორდია.
მანუჩარმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო, თავი 12 ქულას მოუყარა და დამატებით პირად ანგარიშზე 3 მოხსნა და 2 პასიც ჩაიწერა. ქართველი უკანახაზელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა, რაც კანტუელთაგან მეოთხე შედეგია.
შეხვედრა დაძაბულ
მომდევნო მეოთხედები ფრედ - 12:12 და 22:22 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. ოვერტაიმში უფრო ზუსტნი მასპინძლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც შეხვედრა 2 ქულით მოიგეს.
10 ტურის შემდეგ კანტუელებს 6 მოგება აქვთ და ორ გუნდთან - "რომასთან" და "ბოლონიასთან" ერთად IV-VI ადგილებს იყოფენ.
მომდევნო ტურში, 9 დეკემბერს, მარკოიშვილის გუნდი "ბიელას" უმასპინძლებს. ამ ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს, 3 დეკემბერს, ვიქტორ სანიკიძის "სიენასა" და "აველინოს" შორის გაიმართება.
gbf.ge