ეს თორნიკე შენგელიამ გააკეთა. საინტერესოა, რომ ასევე "ტრიპლ-დაბლთან" იყო ახლოს ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელსაც სულ 2 დაფარება დააკლდა. მოდით, გეზი სამხრეთისკენ ავიღოთ, ჯერ თბილი ქვეყნები მოვიაროთ და მოგზაურობა ოკეანის გაღმა დავასრულოთ.
აზია
აზერბაიჯანის გავლით ირანს ვეწვიოთ, სადაც "კარიერის სეზონს" ატარებს 224 სმ სიმაღლის ცენტრი სერგო ათუაშვილი. მან ამჯერად ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "პეტროჩიმისთან" 12 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.
ირანიდან დასავლეთისკენ დავიძრათ და ლიბანში შევიაროთ, სადაც ადგილობრივები
როგორც თავად თქვა, "ჩამპვილში" სათამაშოდ გადავიდა. თამაშობს კიდეც: ბოლო ორ მატჩში ნიკამ ჯამში 60 ქულა და 26 მოხსნა მოაგროვა. "ალ რიადთან" შეხვედრაში მის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა და 8 დაფარება იყო. ორი ბლოკ-შოტიც და სამმაგ დუბლსაც გამორჩებოდა. ის მატჩი ნიკას "ჩამპვილმა" ფავორიტთან 78:73 მოიგო.
მომდევნო შეხვედრაში ცქიტო სამმაგს ვერ მიუახლოვდა, მაგრამ არანაკლებ ეფექტური იყო - 33 ქულა და 16 მოხსნა.
ისეთი სიზუსტით ისროლა, რობინ ჰუდს შეშურდებოდა: 9-დან 8 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო. ქართველი ფორვარდის მონაგარს ფადი ხატიბმა 36 ქულა მიამატა და "ჩამპვილმა" "ანიბალი" 101:89 დაამარცხა.
5 მოგებითა და 4 მარცხით ცქიტიშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
იტალია
როცა სამქულიანებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "კანტუს" ბომბარდირი მანუჩარ მარკოიშვილი. მან კვირას "მონტეგრანაროსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, 33 წუთში 19 ქულა მიითვალა და კანტუელებს სეზონის მერვე გამარჯვებისკენ გაუძღვა - 100:79.
მონტეგრანარო იტალიის აღმოსავლეთით, ადრიატიკის ზღვასთან მდებარეობს. ლიბანიდან წამოსულები ამიტომაც მივადექით ამ ქალაქს.
ახლა გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღოთ და ბოლონიის დარბაზში შევიდეთ, სადაც ვიქტორ სანიკიძემ ბოლო სამი წელი გაატარა.
ამჯერად კი ბოლონიას სტუმრის სტატუსით ეწვია. მისმა "მონტეპასკიმ" მასპინძლები ლამაზი ანგარიშით დაამარცხა - 77:66.
ვიქტორს მწვრთნელმა მხოლოდ 13 წუთი გამოუყო. ქართველმა 5 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
ამ მოგებით "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე დამკვიდრდა. მას 10 მოგება და 2 მარცხი აქვს. მეოთხე პოზიციაზეა "კანტუ" - 8 გამარჯვება, 4 წაგება.
სიენელები მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს ისრაელის "მაქაბისთან" შინ გამართავენ, ოღონდ, როგორც მიხვდით, არა იტალიის ჩემპიონატში, არამედ ევროლიგაზე. "კანტუ" კი მხოლოდ შიდა სარბიელზე ასპარეზობს, ევროლიგის ტოპ-16-მდე ცოტა დააკლდა.
უკრაინა
ანეკდოტი რომ არის, "ყური სადა გაქვსო..." შესაძლოა ასე გამოგვივიდა, მაგრამ სამხრეთი ევროპიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის გზას დავადგეთ და უკრაინაში შევიხედოთ.
რაც გიორგი ცინცაძე "ბუდიველნიკში" ჩაირიცხა, ყველაზე მსუბუქი კვირა ახლა ჰქონდა. თუ აქამდე 7 დღეში სამ-სამი მატჩის გამართვა უწევდა, ახლა მხოლოდ ერთი ჩაატარა და რა გასაკვირია, რომ დასვენებულმა "ბუდიველნიკმა" "კიევი" იოლად დაამარცხა. ცინცაძემ მატჩი 10 ქულით დაასრულა.
"მშენებლები" უკრაინის ჩემპიონატის სათავეში არიან - 17 მოგება (5 წაგება) აქვთ.
ორიოდე დღის წინ გაირკვა ევროთასის ტოპ-16-ში "ბუდიველნიკის" მატჩების განრიგი. მეორე ჯგუფურ ეტაპს უკრაინელები 8 იანვარს დაიწყებენ - თურქულ "ბანვიტს" უმასპინძლებენ.
ამერიკა
უკრაინიდან ამერიკაში ყველაზე მალე თვითმფრინავით მივალთ. ოკეანის გაღმა მოთამაშე ქართველების შესახებ გასულ კვირას ოპერატიულად ვწერდით.
მოგახსენეთ, როგორ გაანათხოვრეს თორნიკე შენგელია "ბრუკლინიდან" "სპრინგფილდში", განვითარების ლიგაში როგორ მიითვალა სამმაგი დუბლი და ამ შეხვედრის შემდეგ უმალ როგორ დააბრუნეს "ბრუკლინში".
მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა იგი "ფილადელფიასთან" შეხვედრაში მოედანზე პირველივე პერიოდში გამოიყვანა, მეორე თორმეტწუთეულის დასაწყისშიც ათამაშა, მაგრამ მალევე გაიხმო და მეორე ტაიმმა უშენგელიოდ ჩაიარა.
ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სტაბილური და სასარგებლო იყო.