ლეგიონერები: ნიკა ცქიტიშვილისა და მანუჩარ მარკოიშვილის 10 სა­მი­ა­ნი

AutoSharing Option
გან­ვ­ლი­ლი კვი­რა ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის­თ­ვის მო­სავ­ლი­ა­ნი გა­მოდ­გა: პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, ჩვენ­მა ლე­გი­ო­ნერ­მა სამ­მა­გი დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა.

ეს თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ გა­ა­კე­თა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ასე­ვე "ტრიპლ-დაბ­ლ­თან" იყო ახ­ლოს ნი­კო­ლოზ ცქი­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სულ 2 და­ფა­რე­ბა და­აკ­ლ­და. მო­დით, გე­ზი სამ­ხ­რე­თის­კენ ავი­ღოთ, ჯერ თბი­ლი ქვეყ­ნე­ბი მო­ვი­ა­როთ და მოგ­ზა­უ­რო­ბა ოკე­ა­ნის გაღ­მა და­ვას­რუ­ლოთ.

აზია
აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით ირანს ვეწ­ვი­ოთ, სა­დაც "კა­რი­ე­რის სე­ზონს" ატა­რებს 224 სმ სი­მაღ­ლის ცენ­ტ­რი სერ­გო ათუ­აშ­ვი­ლი. მან ამ­ჯე­რად ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთ ფა­ვო­რიტ "პეტ­რო­ჩი­მის­თან" 12 ქუ­ლა და 16 მოხ­ს­ნა მო­აგ­რო­ვა.

ირა­ნი­დან და­სავ­ლე­თის­კენ და­ვიძ­რათ და ლი­ბან­ში შე­ვი­ა­როთ, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი
უკ­ვე აალა­პა­რა­კა ნი­კო­ლოზ ცქი­ტიშ­ვილ­მა.

რო­გორც თა­ვად თქვა, "ჩამ­პ­ვილ­ში" სა­თა­მა­შოდ გა­და­ვი­და. თა­მა­შობს კი­დეც: ბო­ლო ორ მატ­ჩ­ში ნი­კამ ჯამ­ში 60 ქუ­ლა და 26 მოხ­ს­ნა მო­აგ­რო­ვა. "ალ რი­ად­თან" შეხ­ვედ­რა­ში მის ან­გა­რიშ­ზე 27 ქუ­ლა, 10 მოხ­ს­ნა და 8 და­ფა­რე­ბა იყო. ორი ბლოკ-შო­ტიც და სამ­მაგ დუბ­ლ­საც გა­მორ­ჩე­ბო­და. ის მატ­ჩი ნი­კას "ჩამ­პ­ვილ­მა" ფა­ვო­რიტ­თან 78:73 მო­ი­გო.

მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რა­ში ცქი­ტო სამ­მაგს ვერ მი­უ­ახ­ლოვ­და, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რი იყო - 33 ქუ­ლა და 16 მოხ­ს­ნა.

ისე­თი სი­ზუს­ტით ის­რო­ლა, რო­ბინ ჰუდს შე­შურ­დე­ბო­და: 9-დან 8 ორ­ქუ­ლი­ა­ნი, 7-დან 5 სა­მი­ა­ნი, 3-დან 2 სა­ჯა­რი­მო. ქარ­თ­ვე­ლი ფორ­ვარ­დის მო­ნა­გარს ფა­დი ხა­ტიბ­მა 36 ქუ­ლა მი­ა­მა­ტა და "ჩამ­პ­ვილ­მა" "ანი­ბა­ლი" 101:89 და­ა­მარ­ცხა.

5 მო­გე­ბი­თა და 4 მარ­ცხით ცქი­ტიშ­ვი­ლის გუნ­დი სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა.

იტა­ლია
რო­ცა სამ­ქუ­ლი­ა­ნებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი "კან­ტუს" ბომ­ბარ­დი­რი მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლი. მან კვი­რას "მონ­ტეგ­რა­ნა­როს­თან" სტუმ­რად გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ში 6-დან 5 სამ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო, 33 წუთ­ში 19 ქუ­ლა მი­ით­ვა­ლა და კან­ტუ­ე­ლებს სე­ზო­ნის მერ­ვე გა­მარ­ჯ­ვე­ბის­კენ გა­უძღ­ვა - 100:79.

მონ­ტეგ­რა­ნა­რო იტა­ლი­ის აღ­მო­სავ­ლე­თით, ად­რი­ა­ტი­კის ზღვას­თან მდე­ბა­რე­ობს. ლი­ბა­ნი­დან წა­მო­სუ­ლე­ბი ამი­ტო­მაც მი­ვა­დე­ქით ამ ქა­ლაქს.

ახ­ლა გე­ზი ჩრდი­ლო­ე­თის­კენ ავი­ღოთ და ბო­ლო­ნი­ის დარ­ბაზ­ში შე­ვი­დეთ, სა­დაც ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ ბო­ლო სა­მი წე­ლი გა­ა­ტა­რა.

ამ­ჯე­რად კი ბო­ლო­ნი­ას სტუმ­რის სტა­ტუ­სით ეწ­ვია. მის­მა "მონ­ტე­პას­კიმ" მას­პინ­ძ­ლე­ბი ლა­მა­ზი ან­გა­რი­შით და­ა­მარ­ცხა - 77:66.

ვიქ­ტორს მწვრთნელ­მა მხო­ლოდ 13 წუ­თი გა­მო­უ­ყო. ქარ­თ­ველ­მა 5 ქუ­ლა და 3 მოხ­ს­ნა მი­ით­ვა­ლა.

ამ მო­გე­ბით "მონ­ტე­პას­კი" იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე დამ­კ­ვიდ­რ­და. მას 10 მო­გე­ბა და 2 მარ­ცხი აქვს. მე­ოთხე პო­ზი­ცი­ა­ზეა "კან­ტუ" - 8 გა­მარ­ჯ­ვე­ბა, 4 წა­გე­ბა.

სი­ე­ნე­ლე­ბი მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რას 27 დე­კემ­ბერს ის­რა­ე­ლის "მა­ქა­ბის­თან" შინ გა­მარ­თა­ვენ, ოღონდ, რო­გორც მიხ­ვ­დით, არა იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში, არა­მედ ევ­რო­ლი­გა­ზე. "კან­ტუ" კი მხო­ლოდ ში­და სარ­ბი­ელ­ზე ას­პა­რე­ზობს, ევ­რო­ლი­გის ტოპ-16-მდე ცო­ტა და­აკ­ლ­და.

უკ­რა­ი­ნა
ანეკ­დო­ტი რომ არის, "ყუ­რი სა­და გაქ­ვ­სო..." შე­საძ­ლოა ასე გა­მოგ­ვი­ვი­და, მაგ­რამ სამ­ხ­რე­თი ევ­რო­პი­დან ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თის გზას და­ვად­გეთ და უკ­რა­ი­ნა­ში შე­ვი­ხე­დოთ.

რაც გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე "ბუ­დი­ველ­ნიკ­ში" ჩა­ი­რიცხა, ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი კვი­რა ახ­ლა ჰქონ­და. თუ აქამ­დე 7 დღე­ში სამ-სა­მი მატ­ჩის გა­მარ­თ­ვა უწევ­და, ახ­ლა მხო­ლოდ ერ­თი ჩა­ა­ტა­რა და რა გა­საკ­ვი­რია, რომ დას­ვე­ნე­ბულ­მა "ბუ­დი­ველ­ნიკ­მა" "კი­ე­ვი" იოლად და­ა­მარ­ცხა. ცინ­ცა­ძემ მატ­ჩი 10 ქუ­ლით და­ას­რუ­ლა.

"მშე­ნებ­ლე­ბი" უკ­რა­ი­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­თა­ვე­ში არი­ან - 17 მო­გე­ბა (5 წა­გე­ბა) აქვთ.

ორი­ო­დე დღის წინ გა­ირ­კ­ვა ევ­რო­თა­სის ტოპ-16-ში "ბუ­დი­ველ­ნი­კის" მატ­ჩე­ბის გან­რი­გი. მე­ო­რე ჯგუ­ფურ ეტაპს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი 8 იან­ვარს და­იწყე­ბენ - თურ­ქულ "ბან­ვიტს" უმას­პინ­ძ­ლე­ბენ.

ამე­რი­კა
უკ­რა­ი­ნი­დან ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე მა­ლე თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით მი­ვალთ. ოკე­ა­ნის გაღ­მა მო­თა­მა­შე ქარ­თ­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­სულ კვი­რას ოპე­რა­ტი­უ­ლად ვწერ­დით.

მო­გახ­სე­ნეთ, რო­გორ გა­ა­ნათხოვ­რეს თორ­ნი­კე შენ­გე­ლია "ბრუკ­ლი­ნი­დან" "სპრინ­გ­ფილ­დ­ში", გან­ვი­თა­რე­ბის ლი­გა­ში რო­გორ მი­ით­ვა­ლა სამ­მა­გი დუბ­ლი და ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ უმალ რო­გორ და­აბ­რუ­ნეს "ბრუკ­ლინ­ში".

მწვრთნელ­მა ეივე­რი ჯონ­სონ­მა იგი "ფი­ლა­დელ­ფი­ას­თან" შეხ­ვედ­რა­ში მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლი­ვე პე­რი­ოდ­ში გა­მო­იყ­ვა­ნა, მე­ო­რე თორ­მეტ­წუ­თე­უ­ლის და­საწყის­შიც ათა­მა­შა, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­იხ­მო და მე­ო­რე ტა­იმ­მა უშენ­გე­ლი­ოდ ჩა­ი­ა­რა.

ზა­ზა ფა­ჩუ­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სტა­ბი­ლუ­რი და სა­სარ­გებ­ლო იყო.

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული