ნიკა მეტრეველმა კონტრაქტი გააფორმა "პაფონისთან", კლუბთან, რომელიც იტალიის "ნაციონალე A-ში" თამაშობს. ქართველი ფორვარდი უკვე იტალიაშია და გუნდთან ერთად მზადებას შეუდგა.
* * *
აპენინებზევე ჩვეული ეფექტურობით გაისარჯა მანუჩარ მარკოიშვილი - "რეჯო ემილიასთან" შეხვედრაში 19 ქულას (5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი) მოუყარა თავი. საინტერესოა, რომ მანუმ 17 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო, რასაც 3-3 მოხსნა-პასი მიამატა. "კანტუმ" 86:64 მოიგო.
* * *
ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" სტუმრად ვენეციაში მთელი მატჩის
* * *
ესპანეთის ჩემპიონატში თამაშიც გამოასწორა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". 30 დეკემბერს სევილიელებმა შინ "ვალიადოლიდს" 94:57 სძლიეს.
ქართველმა ფორვარდმა 6 წუთში 3 ქულა ჩააგდო (1-დან 1 სამიანი).
* * *
უკრაინაში "ბუდიველნიკს" "ფეხი დაუდო" მარიუპოლის "აზოვმაშმა", რომელმაც კიეველები სარკისებური ანგარიშით დაამარცხა - 87:78. ბუდიველნიკელთა სასტარტო გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 28 წუთში 7 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"