ლეგიონერები: მანუჩარ მარკოიშვილის ცხრამეტიანი და ნიკა მეტრეველის "პაფონი"

AutoSharing Option
30 დეკემბერს, ღამით, ევროპაში ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა სტატიას მეხუთეთი დავიწყებთ:

ნიკა მეტრეველმა კონტრაქტი გააფორმა "პაფონისთან", კლუბთან, რომელიც იტალიის "ნაციონალე A-ში" თამაშობს. ქართველი ფორვარდი უკვე იტალიაშია და გუნდთან ერთად მზადებას შეუდგა.

* * *

აპენინებზევე ჩვეული ეფექტურობით გაისარჯა მანუჩარ მარკოიშვილი - "რეჯო ემილიასთან" შეხვედრაში 19 ქულას (5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი) მოუყარა თავი. საინტერესოა, რომ მანუმ 17 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო, რასაც 3-3 მოხსნა-პასი მიამატა. "კანტუმ" 86:64 მოიგო.

* * *

ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" სტუმრად ვენეციაში მთელი მატჩის
განმავლობაში წინ იყო, თუმცა საბოლოოდ ორქულიანი სხვაობით დამარცხდა - 63:65. ვიქტორმა 4-4 ქულა-მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

* * *

ესპანეთის ჩემპიონატში თამაშიც გამოასწორა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". 30 დეკემბერს სევილიელებმა შინ "ვალიადოლიდს" 94:57 სძლიეს.

ქართველმა ფორვარდმა 6 წუთში 3 ქულა ჩააგდო (1-დან 1 სამიანი).

* * *

უკრაინაში "ბუდიველნიკს" "ფეხი დაუდო" მარიუპოლის "აზოვმაშმა", რომელმაც კიეველები სარკისებური ანგარიშით დაამარცხა - 87:78. ბუდიველნიკელთა სასტარტო გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 28 წუთში 7 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული