თორნიკე შენგელიას "ბრუკლინმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეთსმა" დასავლეთის კონფერენციის პირველადგილოსან "ოკლაჰომა თანდერსს" უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა - 110:93.

ბრუკლინელთა შემადგენლობაში ითამაშა 21 წლის ქართველმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ნელ-ნელა ეჩვევა ამერიკულ კალათბურთს. მან მოედანზე 2 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში ვერაფერი მოასწრო.

გამარჯვებაში 33-ქულიანი წვლილი შეიტანა მსროლელმა ჯო ჯონსონმა, ხოლო ცენტრმა ბრუკ ლოპესმა 25 ქულას მოუყარა თავი.

"ნეთსი" მომდევნო მატჩს 4 იანვარს "ვაშინგტონთან" სტუმრად ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული