ბრუკლინელთა შემადგენლობაში ითამაშა 21 წლის ქართველმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ნელ-ნელა ეჩვევა ამერიკულ კალათბურთს. მან მოედანზე 2 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში ვერაფერი მოასწრო.
გამარჯვებაში 33-ქულიანი წვლილი შეიტანა მსროლელმა ჯო ჯონსონმა, ხოლო ცენტრმა ბრუკ ლოპესმა 25 ქულას მოუყარა თავი.
"ნეთსი" მომდევნო მატჩს 4 იანვარს "ვაშინგტონთან" სტუმრად ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"