აქვე გეტყვით, რომ გიორგის ეფექტური ჩატენვა ტოპ-16-ის მეოთხე ტურის საუკეთესო ათ ეპიზოდს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. პირველი პოზიცია კი "მონტეპასკის" გამთამაშებელ ბობი ბრაუნს ერგო, რომელმაც მატჩის ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი დრიბლინგი ორქულიანით დააგვირგვინა (74:72).
- სასიამოვნოა საკუთარი მომენტის ტოპ-ათეულში ხილვა, თუმცა მეგონა, უფრო დაფარებას გამოარჩევდნენ (ბენჟამინ ეზეს დაუფარა - ავტ), - აღნიშნა შერმადინმა.
- ზოგადად, მატჩის შესახებ რისი
- დასანანი მარცხი განვიცადეთ. მაშინ, როცა ყველას გვეგონა, გავიმარჯვებდით, სიტუაცია ჩვენს საწინააღმდეგოდ შეტრიალდა...
არადა, ორი ქულა ჩვენ უფრო გვჭირდებოდა. "მონტეპასკის" მანამდე სამივე მატჩი მოგებული ჰქონდა და პირეოსში მოპოვებული გამარჯვებით მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ჩვენ კი ტოპ-16-ში ერთი მოგება გვაქვს და მომდევნო ეტაპზე გამსვლელ კვარტეტში მოხვედრა იოლი არ იქნება. თუმცა ამის შესრულება ნამდვილად შეგვიძლია.
- ქართველთა დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო სანახავია, მით უმეტეს, ევროლიგაზე: როცა ვიქტორი იყო მოედანზე, "მონტეპასკის" ვქომაგობდი, როცა შენ - "ოლიმპიაკოსს".
- როცა ორივე ერთად ვთამაშობდით?
- ფრეს. მინდოდა, მატჩი ოვერტაიმში გადასულიყო, შენ და სანიკიძეს მეტი სათამაშო დრო გრგებოდათ.
- დამატებით დროსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ უფრო რეალური გამარჯვება იყო - ბოლო წამებზე ბურთი რომ არ დაგვეკარგა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროლიგაზე ქართულ დუელში ვიქტორ სანიკიძემ გიორგი შერმადინს აჯობა [VIDEO]
გიორგი შერმადინი: "ოლიმპიაკოსის" წინადადებაზე არც დავფიქრებულვარ