სიენელებს მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ. სანიკიძის გუნდმა "ბიელა" 98:75 გაანადგურა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ვიქტორმა 6-იდან 3 ორქულიანი, 2-იდან 2 სამიანი და 4-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო.
მას 14 ქულის მოსაგროვებლად მხოლოდ 15 წუთი ეყო. სანიკიძეზე მეტი სიენელთა შორის მხოლოდ კრისტიან კანგურმა (16) მოაგროვა. 14 ქულასთან ერთად, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.
14
gbf.ge