ვიქტორ სანიკიძემ "ბიელას" 15 წუთში 14 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მხოლოდ 15 წუთი ეყო ვიქტორ სანიკიძეს, 14 ქულა რომ მოეგროვებინა. "სიენას" ქართველმა ფორვარდმა ეს იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, "ბიელას" წინააღმდეგ მოახერხა.

სიენელებს მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ. სანიკიძის გუნდმა "ბიელა" 98:75 გაანადგურა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ვიქტორმა 6-იდან 3 ორქულიანი, 2-იდან 2 სამიანი და 4-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მას 14 ქულის მოსაგროვებლად მხოლოდ 15 წუთი ეყო. სანიკიძეზე მეტი სიენელთა შორის მხოლოდ კრისტიან კანგურმა (16) მოაგროვა. 14 ქულასთან ერთად, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.

14
მოგებით და 6 მარცხით "სიენა" მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში, რომელიც 3 მარტს გაიმართება, სიენელები სტუმრად "ემპორიო არმანის" შეხვდებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული