ნიკა ცქიტიშვილმა "ჰუპსთან" მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა

AutoSharing Option
ქართველმა ფორვარდმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჰუპსის" წინააღმდეგ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და "ჩემპვილის" გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა - 108:86.

ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა 32 წუთი ითამაშა და 29 ქულასთან ერთად 12 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილმა 11-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს ლიბანის ნაკრების კაპიტანმა ფადი ხატიბმა ულიდერა, რომელმაც 42 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

"ჩემპვილი" ლიბანის ჩემპიონატის მეორე რაუნდში მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 23 მარტს, "ჩემპვილი" სტუმრად
"ამჩიტს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული