ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჰუპსის" წინააღმდეგ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და "ჩემპვილის" გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა - 108:86.
ჩემპვილელთა ქართველმა ლეგიონერმა 32 წუთი ითამაშა და 29 ქულასთან ერთად 12 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილმა 11-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულებს ლიბანის ნაკრების კაპიტანმა ფადი ხატიბმა ულიდერა, რომელმაც 42 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
"ჩემპვილი" ლიბანის ჩემპიონატის მეორე რაუნდში მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 23 მარტს, "ჩემპვილი" სტუმრად
gbf.ge