ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა, ის ალბათ ვერც ევრობასკეტზე ითამაშებს

AutoSharing Option
ოთხშაბათს "ატლანტა ჰოუქსის" და საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ზაზა ფაჩულია აქილევსის მყესის ოპერაციას იკეთებს. სამწუხაროა, მაგრამ მისთვის არა მარტო სეზონი დასრულდა, არამედ დიდი ალბათობით, ზაზა საქართველოს ნაკრებსაც დააკლდება ევროპის ჩემპიონატზე.

ზაზას 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია ტრავმის გამო. კლუბის ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია აუცილებელია. როგორც "სპორტს ილუსტრეიდი" წერს, ასეთი ოპერაციის შემდეგ, სრულ გამოჯანმრთელებამდე 6 თვეა საჭირო.

ევროპის ჩემპიონატი კი 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ასე რომ, თუ ფაჩულიას გამოჯანმრთელებას მართლაც 6 თვე დასჭირდა, საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე თავისი ლიდერის გარეშე ითამაშებს,
რაც ერთი-ორად ამცირებს ჩვენი გუნდის შანსებს.

ამ სეზონში ფაჩულია საშუალოდ 5,9 ქულას და 6,5 მოხსნას აკეთებდა.   

ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: გაურკვეველია, როდის შევძლებ თამაშს
მკითხველის კომენტარები / 6 /
სულ პესიმისტები როგორ უნდა იყოოოთ!!! ჯერ ეს ერთი შეიძლება გამოკეთდეს სექტემრაბდე, ეგეც რო არა, ჩვენ შერმადინის შესაძლებლობლები სრულად არ ვიცით, არ ქონდა შანსი თავისი თავი დაემტკიცებინა ნაკრებსჰი, თორე კლუბსჰი მსჰვენიერი შედეგები აქ!
iako
13:12 01-04-2013
0
შერმადინის იმედზე მტერი იყოს
manu-ginobili
17:29 31-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული