ზაზას 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია ტრავმის გამო. კლუბის ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია აუცილებელია. როგორც "სპორტს ილუსტრეიდი" წერს, ასეთი ოპერაციის შემდეგ, სრულ გამოჯანმრთელებამდე 6 თვეა საჭირო.
ევროპის ჩემპიონატი კი 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ასე რომ, თუ ფაჩულიას გამოჯანმრთელებას მართლაც 6 თვე დასჭირდა, საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე თავისი ლიდერის გარეშე ითამაშებს,
ამ სეზონში ფაჩულია საშუალოდ 5,9 ქულას და 6,5 მოხსნას აკეთებდა.
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულია: გაურკვეველია, როდის შევძლებ თამაშს