ზაზა ფაჩულია: ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდმა ზაზა ფაჩულიამ აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის".

შეგახსენებთ, რომ ზაზას 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია ტრავმის გამო. როგორც "სპორტს ილუსტრეიდი" წერს, ასეთი ოპერაციის შემდეგ სრულ გამოჯანმრთელებამდე 6 თვეა საჭირო.

ევროპის ჩემპიონატი კი 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ასე რომ, თუ ფაჩულიას გამოჯანმრთელებას მართლაც 6 თვე დასჭირდა, საქართველოს ნაკრები
ფინალურ ეტაპზე თავისი ლიდერის გარეშე ითამაშებს, რაც ერთიორად ამცირებს ჩვენი გუნდის შანსებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული