მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

AutoSharing Option
თურქეთის რეგულარული ჩემპიონატი მანუჩარ მარკოიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

სტამბოლის გალათასარაიმ ბოლო ტურში "ტურკ ტელეკომი" 89:73 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. 16-გუნდიან ჩემპიონატში 2 წრის თავზე "გალათასარაიმ" 27 მოგება და 3 მარცხი დააგროვა.

ბოლო ტურის მატჩში მარკოიშვილმა 21,22 წუთი ითამაშა და სტამბოლელებს 9 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

მანუჩარმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. სტამბოლურ კლუბში 13-13 ქულით ბომბარდირები გახდნენ მილან მაჩვანი და კარლოს აროიო.

"გალათასარაი" რეგულარულის გამარჯვებულია და ელოდება პლეი ოფის
მეტოქეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სავარაუდოდ, მარკოიშილის გუნდს "გაზიანთეფი" შეხვდება, თუმცა შესაძლოა, სტამბოლელებს "თოფაში" დაუპირისპირდეს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული