გამარჯვების შემოქმედი ვიქტორ სანიკიძე - "სიენა" ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში "მონტეპასკისა" და "მილანს" 6 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული და ანგარიში საყაიმო იყო - 3:3.

ყველა მატჩი მასპინძლებს ჰქონდათ მოგებული, თუმცა ჩვენდა სასიხარულოდ, მილანში გამართული გადამწყვეტი, მეშვიდე თამაში სტუმრებმა, სიენელებმა მოიგეს - 90:80.

ნახევარფინალში გასვლა დიდწილად ვიქტორ სანიკიძის დამსახურებაა. თავად განსაჯეთ: პირველ ტაიმში მის ანგარიშზე 5 ქულა იყო.

მესამე პერიოდში თამაშში მეოთხე წუთიდან ჩაერთო, ჯერ სამქულიანი ჩააგდო (57:47), რასაც კიდევ 5 ქულა მიაყოლა, ხოლო მეოთხე რაუნდის "გარიჟრაჟზე" მისი ჩატენვის შემდეგ "მონტეპასკი" უკვე 70:57 დაწინაურდა. ეს ნაადრევ გამარჯვებას ნიშნავდა.

ვიქტორი
ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ დანიელ ჰაკეტს (25) ჩამორჩა. ქართველის მონაგარი ასეთი იყო: 30 წუთი, 17 ქულა (5/4 ორქულიანი, 3/2 სამიანი, 6/3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

მეოთხედფინალში "მონტეპასკი" "ვარეზეს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რა იყოო?თავად განსაჯეთ პირველ ტაიმში 5 ქულა ქონდაოო?რა არის ამაში გასაკვირიი?
shaliko
12:07 23-05-2013
0
ყოჩაღ ვიქტორ, Dმერთმა დაგლოცოს გულშემატკივართა გახარებისათვის, ასევე გაგეხარებინოს ევროპაზე ქართველი ქომგი. გაიხარე!!!
gizog
12:27 23-05-2013
0

სიახლეები პოპულარული