გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა" "აზოტთან" სერიის ანგარიში გაათანაბრა

AutoSharing Option
"მესამე პერიოდის ბოლოს გიორგი ცინცაძემ სირენასთან ერთად ჩააგდო ორქულიანი და "ბუდიველნიკის" სასარგებლოდ 65:52 დაფიქსირდა.

13 ქულა კი ის სხვაობა იყო, რომლის აღმოფხვრა "აზოვმაშს" გაუჭირდა და 63:80 დამარცხდა", - ვკითხულობთ ინტერნეტ-გამოცემა "ისპორტში".

ზედა აბზაციდან ბევრს შეიტყობდით, მაგრამ არაერთი კითხვაც გაჩნდებოდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ეს იყო უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი.

მანამდე 2:1-ს "აზოვმაში" იგებდა და 22 მაისს შინ მოგებით ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდებოდა.

თუმცა, როგორც ზემოთ წერია, მარიუპოლში ცინცაძის თანაგუნდელებმა იყოჩაღეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.

ჩემპიონობას მოიპოვებს
ის, ვინც ოთხჯერ მოიგებს. ასე რომ, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, უკრაინაშიც ყველაფერი თავიდან იწყება. სერიის მეხუთე თამაში 26 მაისს კიევში იგეგმება და ვუსურვებთ ცინცაძეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამარჯვებით აღენიშნოს.

რაც შეეხება მის გამოსვლას 22 მაისს, მარიუპოლში ბუდიველნიკელთაგან ყველაზე მეტი სწორედ "ბუმ" ითამაშა - 34 წუთი. ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ სარგებლიანობის მიხედვით, იგი ერთ-ერთი პირველი იყო. ამას ციფრებიც ადასტურებს: როცა ცინცაძე მოედანზე იყო, "ბუდიველნიკი" 17 ქულით დაწინაურდა.

გიორგიმ ორქულიანები და საჯარიმოები 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა - ორიანი 5 ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმო მიამატა და 12 ქულამდე ავიდა.

ამასთან, ოქმში მის გასწვრივ წერია: 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ქართველი პლეიმეიქერის წინაშე იდგა ლინ გრირი, რომელსაც ევროლიგაში არაერთი სეზონი ჩაუტარებია მაღალ დონეზე. მან 22 მაისს 18 ქულა ჩააგდო.

"ბუდიველნიკის" ბომბარდირი უკრაინელი მეფარე მიხაილ ანისიმოვი გახდა - 18.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული