13 ქულა კი ის სხვაობა იყო, რომლის აღმოფხვრა "აზოვმაშს" გაუჭირდა და 63:80 დამარცხდა", - ვკითხულობთ ინტერნეტ-გამოცემა "ისპორტში".
ზედა აბზაციდან ბევრს შეიტყობდით, მაგრამ არაერთი კითხვაც გაჩნდებოდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ეს იყო უკრაინის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი.
მანამდე 2:1-ს "აზოვმაში" იგებდა და 22 მაისს შინ მოგებით ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდებოდა.
თუმცა, როგორც ზემოთ წერია, მარიუპოლში ცინცაძის თანაგუნდელებმა იყოჩაღეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.
ჩემპიონობას მოიპოვებს
რაც შეეხება მის გამოსვლას 22 მაისს, მარიუპოლში ბუდიველნიკელთაგან ყველაზე მეტი სწორედ "ბუმ" ითამაშა - 34 წუთი. ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ სარგებლიანობის მიხედვით, იგი ერთ-ერთი პირველი იყო. ამას ციფრებიც ადასტურებს: როცა ცინცაძე მოედანზე იყო, "ბუდიველნიკი" 17 ქულით დაწინაურდა.
გიორგიმ ორქულიანები და საჯარიმოები 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა - ორიანი 5 ჩააგდო, რასაც 2 საჯარიმო მიამატა და 12 ქულამდე ავიდა.
ამასთან, ოქმში მის გასწვრივ წერია: 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ქართველი პლეიმეიქერის წინაშე იდგა ლინ გრირი, რომელსაც ევროლიგაში არაერთი სეზონი ჩაუტარებია მაღალ დონეზე. მან 22 მაისს 18 ქულა ჩააგდო.
"ბუდიველნიკის" ბომბარდირი უკრაინელი მეფარე მიხაილ ანისიმოვი გახდა - 18.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"