ვიქტორ სანიკიძის ”მონტეპასკიმ” სერია A-ს ნახევარფინალის მეორე მატჩი წააგო

AutoSharing Option
სერია A-ს ნახევარფინალში მეორე მატჩი ჩაატარა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ", თუმცა პირველი დღის შედეგი ვერ გაიმეორა და ამჯერად ვარეზეში "ჩიმბერიოსთან" 62:64 დამარცხდა.

ლოგიკური იქნებოდა, მატჩი ოვერტაიმში გადასულიყო, მაგრამ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე მონტეპასკელმა ბობი ბრაუნმა მეტოქეს ხელი სროლაში წესების დარღვევით შეუშალა (არადა, თითქმის 6 მეტრის დისტანციიდან ტყორცნიდა) და მარკეს გრინს ისღა დარჩენოდა, ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოეყენებინა - 64:62.

დარჩენილ 2 წამში სიენელებმა სიტუაცია ვერ გამოასწორეს.

ვიქტორ სანიკიძემ 10 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

ასე და ამგვარად, სერიაში ანგარიშია
1:1. მესამე მატჩი სიენაში, 30 მაისს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო
გამარჯვების შემოქმედი ვიქტორ სანიკიძე - "სიენა" ნახევარფინალშია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული