მისმა "ბუდიველნიკმა" ფინალური სერიის მეშვიდე მატჩში 80:72 დაამარცხა "აზოვმაში" და სანუკვარ ჯილდოსაც დაეუფლა. სერია 4:3 დასრულდა.
გიორგი ტრადიციულად გაუძღვა "ბუდიველნიკს" გამარჯვებისკენ - გუშინდელ შეხვედრაში 25 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად ცინცაძის ამერიკელი თანაგუნდელი მალკოლმ დილეინი დასახელდა, რომელმაც მეშვიდე ფინალში 19 ქულა ჩააგდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"