"ვარეზემ" ვიქტორ სანიკიძის "სიენას" სერიაში ანგარიში გაუთანაბრა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ფინალში გასვლის მორიგი შანსი გაუშვა ხელიდან ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ".

სიენელებმა "ვარეზეს" უმასპინძლეს და 80:82 დამარცხდნენ. ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3. გადამწყვეტი, მეშვიდე თამაში ვარეზეში 7 ივნისს გაიმართება.
სანიკიძემ 5 ივნისს 5 წუთი ითამაშა და 1 მოხსნას გამორჩა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში სწორედ მეშვიდე თამაშში, თანაც სტუმრად მოიგო "მონტეპასკიმ" ("მილანთან").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული