სიენელებმა "ვარეზეს" უმასპინძლეს და 80:82 დამარცხდნენ. ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3. გადამწყვეტი, მეშვიდე თამაში ვარეზეში 7 ივნისს გაიმართება.
სანიკიძემ 5 ივნისს 5 წუთი ითამაშა და 1 მოხსნას გამორჩა.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში სწორედ მეშვიდე თამაშში, თანაც სტუმრად მოიგო "მონტეპასკიმ" ("მილანთან").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"