ჯერ იყო და სანიკიძის გუნდმა მილანურ "არმანის" 4:3 დაწყვიტა გული, ნახევარფინალურ სერიაშიც იგივე შედეგი დაფიქსირდა - "სიენამ" რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ "ვარეზეს" მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა 82:69 მოუგო და ფინალში გავიდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და მიუხედავად იმისა, რომ სიენელებმა საბოლოოდ 13 ქულით გაიმარჯვეს, სანიკიძის გუნდს იოლად არაფერი გამოსვლია. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენდა, თუმცა ბობი ბრაუნისა და
სანიკიძემ მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა და ცხადია, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. საუკეთესო კი იტალიის ნაკრების ფორვარდი დანიელ ჰაკეტი გახდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. გადამწყვეტ წუთებში კარგად გაისარჯა ბობი ბრაუნი, რომელმაც მატჩის ბოლო 3 წუთში 7 ქულა მიითვალა .
"სიენა" ფინალშია და ტიტულს "რომასგან" დაიცავს. რომაელებმა ნახევარფინალიდან მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილი გუნდი "კანტუ" გამოაგდეს. ფინალური სერია 11 ივნისს, რომში დაიწყება და მატჩები ყოველ მეორე დღეს გაიმართება.
მოედნის უპირატესობა "რომას" აქვს, სერია კი 4 გამარჯვებამდეა.
www.gbf.ge
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ