ვიქტორ სანიკიძის "სიენა" "რომასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მასპინძელმა "რომამ" ბოლო მეოთხედში იძალა, 67:62 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

სიენელთათვის 2 გასვლითი მატჩიდან 1-ის მოგებაც კარგი შედეგია. სანიკიძის გუნდმა სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

სიენელებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით დათმეს, თუმცა მეორეში 17:6 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 33:24-ს იგებდნენ.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და როგორც თავში ვთქვით, ბოლო ათწუთეულში "რომამ" იძალა. გადამწყვეტი მეოთხედი მასპინძლებმა 10 ქულით მოიგეს და საბოლოოდ 67:62 იმარჯვეს.

სერიის პირველი
მატჩის მსგავსად, სანიკიძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო, თუმც მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

3 ქულასთან ერთად, ვიქტორმა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სიენელთაგან საუკეთესო შედეგი ავსტრიელმა ბენჯამინ ორტნერმა დააფიქსირა - 19 ქულა, 8 მოხსნა.

ფინალური სერიის მომდევნო 2 მატჩი სიენაში - 15 და 17 ივნისს გაიმართება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული