ვიქტორ სანიკიძეს სკუდეტომდე ერთი გამარჯვება აშორებს

AutoSharing Option
3:1 - ასეთი ანგარიშით დაწინაურდა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში.

სიენელებმა 17 ივნისს შინ "რომას" ათქულიანი სხვაობით სძლიეს - 81:71.

16 ქულით "მონტეპასკის" ბომბარდირი დანიელ ჰაკეტი გახდა. ვიქტორმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა: 13 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 6 ქულამდე ასასვლელად სანიკიძეს 6 ორქულიანი ტყორცნა ეყო, რომელთაგან სამი გამოიყენა. აქედან 4 ქულა ქართველმა ფორვარდმა მეოთხე პერიოდის შუაში ჩააგდო, როცა თანაბარი თამაში მიმდინარეობდა.

საფინალო სირენამდე წუთით ადრე სიენელები 3 ქულით (73:70) იგებდნენ, რის შემდეგაც
საჯარიმო ტყორცნები უზადოდ ისროლეს და, რა ანგარიშითაც გაიმარჯვეს, უკვე გითხარით.

ფინალური სერია 4 მოგებამდეა. ასე რომ, "მონტეპასკის" ტრიუმფამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს. მომდევნო თამაში 19 ივნისს რომში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული