იგი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო. მისმა "ბრუკლინმა" "იუტასთან" ვერაფერი გააწყო და 69:58 დამარცხდა.
საზაფხულო ლიგაზე თამაშის შედეგს დიდი მნიშვნელობა არც ენიჭება, რადგან ეს შეხვედრები კალათბურთელთა ინდივიდუალური მონაცემების წარმოსაჩენადაა.
გუნდური თამაშის ელემენტების ძიებაც ამაოა, ყველა საკუთარი ქულათა მონაგარის შევსებაზე ფიქრობს და პასს იშვიათად იმეტებს. არის ერთი-ორი გამონაკლისი, ისიც ევროპელი კალათბურთელების შემთხვევაში, რომლებიც გუნდურ თამაშს არიან მიჩვეულნი.
მათ შორისაა შენგელიაც, რომელმაც სწორედ იმდენი შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რამდენიც ბრუკლინელთა სასტარტო გამთამაშებელმა ტაიშონ ტეილორმა - 3.
11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ბრუკლინი" "ჰიუსტონს" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"