გუნდში არაერთი მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩაირიცხა, რომელთა შორის ორი თოკოს თანაამპლუელია - ანდრეი კირილენკო და პოლ პირსი.
ასეთ პირობებში, შესაძლოა, ახალგაზრდა ქართველისთვის განათხოვრება კარგი ვარიანტი იყოს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიას გადაყვანა "კახა ლაბორალს" სურს.
ეს გუნდი ევროლიგაზე ესპანეთს წარმოადგენს და 21 წლის ქართველისთვის ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"