30 სექტემბერს, საღამოს, გიორგისა და მარკო კილინგსვორტის 32 ქულის წყალობით მასპინძლებმა უკრაინის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "აზოვმაში" დაამარცხეს - 78:69.
ქართველმა და მარკომ 16-16 ქულა ჩააგდეს. მათ 4 ქულით ჩამორჩა დენის იაკოვლევი.
სხვათა შორის, "დონეცკი" პირველ ოფიციალურ შეხვედრას სწორედ "აზოვმაშის" წინააღმდეგ ჩაატარებს - უკრაინის სუპერლიგის გახსნით ტურში 6 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"