გიორგი ცინცაძის 2-2 ქულა-მოხსნა პოლონურ გამარჯვებაში

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის "დონეცკმა" VTB-ლიგაზე ურთულესი მეტოქე დაამარცხა. უკრაინული გუნდი სტუმრად ეთამაშა პოლონურ "ტუროვს" და მასპინძელი ქომაგების დიდი წნეხის მიუხედავად, დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 108:104.

როგორც ხედავთ, თამაში ქულაუხვი იყო, თუმცა ქართველი გამთამაშებელი ამ მხრივ ვერ გამოირჩა. ცინცაძემ მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც უკრაინულ გუნდს 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შემატა.

გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

"დონეცკს" ამერიკელმა კალათბურთელებმა - ბენ მაკოლიმ (28 ქულა) და ბერნარდ კინკმა (26) ულიდერეს. ცინცაძის გუნდი 3 მოგებითა და
1 მარცხით "ა" ჯგუფში მეორე ადგილზეა წაუგებელი "უნიკსის" შემდეგ.

მომდევნო მატჩს დონეცკელები 11 ნოემბერს, სტუმრად "ენისეისთან" ჩაატარებენ.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული