მანუჩარ მარკოიშვილი მინიმუმ სამი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
გასულ კვირას არასასიამოვნო ამბავზე, მანუჩარ მარკოიშვილის ტრავმის შესახებ დავწერეთ. მისი ინტერვიუც შემოგთავაზეთ, რომელშიც "გალათასარაის" კალათბურთელმა გვითხრა, რომ კოჭთან მყესი გაუწყდა და ოპერაცია დასჭირდებოდა. თუმცა ისიც დასძინა, კოჭი შეშუპებულია, რომ დაცხრება, სურათს შემდეგ გადამიღებენ და ზუსტ დიაგნოზს მერე შევიტყობო.

ასევე იხილეთ: მანუჩარ მარკოიშვილი: სამი თვე? ჯერ არაფერია ცნობილი

მანუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 5 ნოემბერს მის ძმას, გიორგი მარკოიშვილს ვკითხეთ.

როგორც აღმოჩნდა, სტამბულში ექიმებმა მანუჩარის კოჭი გააშუქეს. მყესი, სამწუხაროდ, მართლაც გაწყვეტილი აღმოჩნდა და ისიც გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ოპერაციას გაიკეთებს, ოღონდ
რომელ დღეს, ეს ჯერ არ დადგენილა.

რაც შეეხება რეაბილიტაციის ხანგრძლივობას, ოპერაციის შემდეგ მანუჩარს მინიმუმ სამი თვე მოუწევს დასვენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული